Loading BAU…

ცხადდება მიღება რეზიდენტურაში

ცხადდება მიღება რეზიდენტურაში

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმ“-ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2017 წლის 04 დეკემბრის №10 სხდომის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია, სარეზიდენტო პროგრამაში „გადაუდებელი მედიცინა“.

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე. „გადაუდებელი მედიცინა“ – 4 ადგილი.

რეზიდენტობის, დიპლომისშემდგომ განათლებაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით) განცხადების ფორმა

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ნოტარიულად დამოწმებული;

ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და ცნობა, რომლის გაცემის მომენტიდან არ გასულა 3 (სამი) წელი;

ავტობიოგრაფია (CV);

ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ორი ცალი);

ინგლისური ენის (B2 დონის) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი( ინგლისური ენის სერტიფიკატის ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკანტს ჩაუტარდება გასაუბრება ინგლისურ ენაში);

სამოტივაციო წერილი.

*ნაბეჭდი ვერსიის გარდა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ვერსიის სახით ჩაწერილი CD-ზე.

არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ ექვემდებარება.

რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:

საბუთების მიღება: 2018 წლის 09 იანვრიდან 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გენ. ა. აბაშიძის ქ. №14/ გენ. ა. აბაშიძის და ბაგრატიონის კვეთა. სასწავლო უნივერსიტეტის შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის“ შენობა (შემოსასვლელი ეზოს მხრიდან) მეორე სართული, ოთახი № 138, ან ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: the university office.

საბუთების გადარჩევა: 2018 წლის 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით;

გასაუბრება: 2018 წლის 22 -24 თებერვალი;

შედეგების გამოცხადება: 2018 წლის 27 თებერვალი. (შედეგები გამოქვეყნდება სასწავლო უნივერსიტეტის შენობის მეორე სართულზე, საინფორმაციო დაფაზე, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სარეზიდენტო პროგრამაზე სწავლა არის უფასო და გრძელდება 3 (სამი) წელი. სარეზიდენტო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ კანდიდატის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს BAU-ს მიერ აფილირებულ კლინიკაში დასაქმება და კლინიკურ პრაქტიკაზე (კურაციებზე) სტუდენტების ზედამხედველობა შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით.