BAU იტვირთება…
ცხადდება მიღება რეზიდენტურაში
ცხადდება მიღება რეზიდენტურაში
შპს „BAU ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმ“-ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2017 წლის 04 დეკემბრის №10 სხდომის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია, სარეზიდენტო პროგრამაში „გადაუდებელი მედიცინა“.
შპს „BAU ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე. „გადაუდებელი მედიცინა“ – 4 ადგილი.
რეზიდენტობის, დიპლომისშემდგომ განათლებაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით) განცხადების ფორმა
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ნოტარიულად დამოწმებული;
ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და ცნობა, რომლის გაცემის მომენტიდან არ გასულა 3 (სამი) წელი;
ავტობიოგრაფია (CV);
ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ორი ცალი);
ინგლისური ენის (B2 დონის) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი( ინგლისური ენის სერტიფიკატის ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკანტს ჩაუტარდება გასაუბრება ინგლისურ ენაში);
სამოტივაციო წერილი.
*ნაბეჭდი ვერსიის გარდა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ვერსიის სახით ჩაწერილი CD-ზე.
არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ ექვემდებარება.
რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:
საბუთების მიღება: 2018 წლის 09 იანვრიდან 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გენ. ა. აბაშიძის ქ. №14/ გენ. ა. აბაშიძის და ბაგრატიონის კვეთა. სასწავლო უნივერსიტეტის შპს „BAU ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის“ შენობა (შემოსასვლელი ეზოს მხრიდან) მეორე სართული, ოთახი № 138, ან ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: the university office.
საბუთების გადარჩევა: 2018 წლის 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით;
გასაუბრება: 2018 წლის 22 -24 თებერვალი;
შედეგების გამოცხადება: 2018 წლის 27 თებერვალი. (შედეგები გამოქვეყნდება სასწავლო უნივერსიტეტის შენობის მეორე სართულზე, საინფორმაციო დაფაზე, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე
ამასთანავე გაცნობებთ, რომ სარეზიდენტო პროგრამაზე სწავლა არის უფასო და გრძელდება 3 (სამი) წელი. სარეზიდენტო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ კანდიდატის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს BAU-ს მიერ აფილირებულ კლინიკაში დასაქმება და კლინიკურ პრაქტიკაზე (კურაციებზე) სტუდენტების ზედამხედველობა შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით.