Loading BAU…

ღია კარის დღე ბაუში

2019 წლის 25 მარტს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა.

დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი-ისმეთ დინდარი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი-ლეილა ახვლედიანი. შეხვედრის დროს, ქალბატონმა ლეილამ ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ გარემოსა და სასწავლო პროგრამაზე, ასევე სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც.

ღია კარის დღის ფარგლებში აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. გარდა ამისა, მათ მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის მომზადებულ აქტივობებში, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობას სხვადასხვა სასწავლო კურსში.