BAU იტვირთება…

სტუდენტთა მობილობა რუმინეთში

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტთა მობილობისთვის რუმინეთში, არადის „ვასილე გოლდისის“ დასავლეთ უნივერსიტეტში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ II, III, IV და V კურსის სტუდენტებს.

მობილობის პერიოდი: 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი;

საგანმანათლებლო პროგრამა: მედიცინა;

მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (თებერვალი-ივნისი);

კვოტა: ერთი სტუდენტი;

ფინანსური მხარდაჭერა:

სრულად დაფინანსებული: ყოველთვიური სტიპენდიები და მგზავრობის ხარჯები;

უფასო სწავლება;

აპლიკანტებმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები.

მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:

Europass CV;

ნიშნების ფურცელი GPA-თი;

მოტივაციის წერილი;

პასპორტის ასლი;

სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კონკურსის ეტაპები:

დოკუმენტების მიღება: 2025 წლის 18 სექტემბერი – 2025 წლის 30 სექტემბერი;

გასაუბრება - 2025 წლის 02 ოქტომბერი;

გამგზავნი დაწესებულების – BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ნომინირება;

სტუდენტის საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ – არადის "ვასილ გოლდიშის" დასავლეთ უნივერსიტეტი;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისს

იხილეთ ინფორმაციის ფურცელი: