BAU იტვირთება…
სამეცნიერო ფესტივალი „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“,
19 სექტემბერს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო ფესტივალში „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“, რომელიც ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით.
ფესტივალის ფარგლებში BAU ბათუმმა დამსწრე აუდიტორიას მედიცინის დარგში პრაქტიკული და საგანმანათლებლო აქტივობები წარუდგინა.
ფესტივალის მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა კვლევით და ინოვაციურ საქმიანობაში, აკადემიურ სივრცეში ახალი იდეებისა და ინიციატივების წახალისება.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების მხარდაჭერას და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას.