BAU იტვირთება…

ვიზიტი ფლორენციის უნივერსიტეტში.

14-დან 19 სექტემბრის ჩათვლით, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესის მართვის სპეციალისტი თინათინ ქორძახია იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტში, ორმხრივი მემორანდუმის საფუძველზე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ერთობლივი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების განვითარების პერსპექტივები. ასევე შედგა დისკუსია უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, რომლის დროსაც მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს საგანმანათლებლო და აკადემიური პროცესების მართვის გამოცდილება.

ასეთი თანამშრომლობის საშუალებით, BAU ბათუმი აგრძელებს პარტნიორობის გაფართოებას ევროპის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და უნივერსიტეტის აქტიურ ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.