BAU იტვირთება…

საჯარო ლექცია თემაზე - ოლმესარტანის ოჯახი: მორგებული მკურნალობა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის.

7 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ხათუნა დიასამიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ოლმეზარტანის ოჯახი: ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მორგებული მკურნალობა“.

ლექცია განკუთვნილი იყო ოჯახის ექიმებისთვის და მიზნად ისახავდა არტერიული ჰიპერტენზიის მართვის თანამედროვე მიდგომების განხილვას, ინდივიდუალიზებული თერაპიული გადაწყვეტილებების მნიშვნელობის ხაზგასმას და კლინიკურ პრაქტიკაში ოლმეზარტანების როლის წარმოჩენას. შეხვედრა ჩატარდა პროფესიული დისკუსიის ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა გაეზიარებინათ კლინიკური გამოცდილება და განეხილათ ყოველდღიურ პრაქტიკაში წაწყდომილი გამოწვევები.

ღონისძიებას მხარს უჭერდა ფარმაცევტული კომპანია Berlin-Chemie.