BAU იტვირთება…

ნეიროქირურგიულ საზოგადოებათა ევროპული ასოციაციის (EANS) კონგრესი

ნანა ჩანჩალეიშვილმა, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო ვენის უნივერსიტეტში გამართულ ევროპის ნეიროქირურგიულ ასოციაციათა კონგრესში.

კონგრესზე მან წარადგინა კვლევა თემაზე „ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ოპერაციამდელი დამიზნების სიზუსტის ვალიდაცია ესენციური ტრემორისთვის DBS“, რომელიც ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე ღრმა ტვინის სტიმულაციის (DBS) პროცედურებში, რაც მიზნად ისახავს ანატომიური სიზუსტის გაზრდასა და ინოვაციური ნეიროქირურგიული პრაქტიკის განვითარებას.

ღონისძიებამ გააერთიანა ევროპის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევრები ნეიროქირურგიისა და ნეირომეცნიერების დარგში და წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმას. ამ მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობა BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური ჩართულობისა და გლობალური პარტნიორობის გაძლიერების მუდმივი მზადყოფნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.