BAU იტვირთება…
ქალბატონი ირინე იმერლიშვილი დაინიშნა BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად.
2025 წლის 20 ოქტომბერს ქალბატონი ირინე იმერლიშვილი დაინიშნა BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად.
ქალბატონი ირინე იმერლიშვილი არის სამართლის დოქტორი. მას დაკავებული ჰქონდა რამდენიმე მაღალი თანამდებობა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის. მას აქვს ვრცელი გამოცდილება საჯარო სექტორში, ასევე აკადემიურ საქმიანობასა და იურიდიულ პრაქტიკაში.
უნივერსიტეტმა გამართა გაცნობითი შეხვედრა ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, რომლის დროსაც ქალბატონმა იმერლიშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტებზე.
ქალბატონი თეა მიქელაძე, რომელიც მანამდე რექტორის თანამდებობას იკავებდა, საქმიანობას გააგრძელებს რექტორის მოადგილის პოზიციაზე და ასევე შეითავსებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციებს.