BAU იტვირთება…
ბათუმი დასახელდა ევროპის წამყვან ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად.
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი დასახელდა ევროპის წამყვან ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად.
ეს აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც აჭარის, ისე საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერების საქმეში.
გლობალური ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამაყობს, რომ თავისი საქმიანობით ქალაქის საერთაშორისო იმიჯის ნაწილია და წვლილი შეაქვს ბათუმის, როგორც განათლებისა და კულტურის მრავალფეროვანი ცენტრის განვითარებაში.