BAU იტვირთება…

საერთაშორისო ფორუმი სამედიცინო განათლებაში

30-31 ოქტომბერს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი და რექტორის მოადგილე, ქალბატონი თეა მიქელაძე მონაწილეობდნენ სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფორუმში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ღონისძიებამ გააერთიანა 10 ქვეყნის 21 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი, მათ შორის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგატები. ფორუმზე ხაზგასმით აღინიშნა სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების, სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვისა და საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობა.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ როლს საერთაშორისო პროფესიულ და აკადემიურ ინიციატივებში, რაც ხელს უწყობს მისი საგანმანათლებლო და კვლევითი პოტენციალის გაზრდასა და სამედიცინო განათლების სფეროში მაღალი სტანდარტების განმტკიცებას.