BAU იტვირთება…
ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის გერმანული კონგრესი
მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები — ანა ქურშუბაძე, საბა ქურცხალიძე და დავით დუაძე — მონაწილეობდნენ ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის გერმანიის კონგრესში, რომელიც ბერლინში 28-31 ოქტომბერს გაიმართა, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით.
კონგრესის პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, კლინიკურ პრეზენტაციებს, პრაქტიკულ დისკუსიებს და უახლესი სამეცნიერო კვლევების წარდგენას ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სფეროებში.
სტუდენტები ესწრებოდნენ წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტების ლექციებს, მონაწილეობდნენ პროფესიულ ქსელურ ღონისძიებებში და დაამყარეს კავშირები გლობალურად აღიარებულ ექსპერტებთან.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მომავალი პროფესიონალების მომზადებას თანამედროვე სამედიცინო განათლების სტანდარტების შესაბამისად.