BAU იტვირთება…

საჯარო ლექცია - ლექციაზე განხილულ იქნა თემა „ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სკოლებში“

6 ნოემბერს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გულნარა აბაშიძემ გვარის საჯარო სკოლაში გამართა საჯარო ლექცია თემაზე: „ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სკოლებში“. ლექციის მიზანი იყო დაწყებითი და საშუალო კლასის მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობა, პრევენციული მიდგომების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული ჩვევების განვითარების წახალისება.

შეხვედრის მეორე ნაწილში უფროსკურსელმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროგრამებისა და უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული აკადემიური პერსპექტივების შესახებ. ლექცია წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა დაესვათ კითხვები და აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს მონაწილეობას საგანმანათლებლო და საზოგადოებაზე ორიენტირებულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და განათლებაზე წვდომის გაფართოებას.