BAU იტვირთება…
მედიცინის პროგრამა სახელწოდებით: „სწავლება, სწავლა, შეფასება და პროფესიონალიზმი სამედიცინო განათლებაში“.
15-16 ნოემბერს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ტრენინგი მედიცინის პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის თემაზე: „სწავლება, სწავლა, შეფასება და პროფესიონალიზმი სამედიცინო განათლებაში“.
სასწავლო პროგრამა შემუშავებულია მედიცინის დარგის ეროვნული მახასიათებლებისა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტების (WFME, AMEE) საფუძველზე. მისი მიზანია სწავლებისა და შეფასების კომპეტენციების გაძლიერება, თანამედროვე მიდგომების დანერგვა და პროფესიონალიზმის კულტურის ხელშეწყობა.
მონაწილეობა შეუძლიათ მედიცინის პროგრამის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს. ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კურსის დიზაინზე პასუხისმგებელი პროფესორებისა და კლინიკურ სწავლებაში ჩართული პირებისთვის.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 14 ნოემბრამდე.
იხილეთ სატრენინგო პროგრამა აქ