BAU იტვირთება…
საჯარო ტრენინგი თემაზე: „თანამედროვე ლექციის ხელოვნება: სწავლება 21-ე საუკუნისთვის.“
11 ნოემბერს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლეილა ახვლედიანმა ჩაატარა საჯარო ტრენინგი თემაზე: „თანამედროვე ლექციის ხელოვნება: სწავლება 21-ე საუკუნისთვის“. ლექციის მიზანი იყო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება და სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე სწავლების სტრატეგიებისა და სტუდენტზე ორიენტირებული, ინტერაქტიული მეთოდების პრაქტიკულ გამოყენებაზე სასწავლო პროცესში. BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს ისეთი ინიციატივების აქტიურ განხორციელებას, რომლებიც მხარს უჭერს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.