BAU იტვირთება…

საჯარო ლექცია

11 ნოემბერს, სკოლა „ნიკეში“, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნატალია დოროფეევამ გამართა საჯარო ლექცია თემაზე: „ზრდის პროცესები: პუბერტატი, მენსტრუაცია და ჰიგიენა“. ლექციის მიზანი იყო მოზარდების ინფორმირება სქესობრივი მომწიფების ბუნებრივი პროცესების, ჰიგიენური წესებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ.

სესია ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა დაესვათ კითხვები და მიეღოთ პროფესიული კონსულტაცია როგორც სამედიცინო, ისე ფსიქოლოგიური კუთხით. BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს ახალგაზრდებში ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ინიციატივების აქტიურ მხარდაჭერას.