BAU იტვირთება…
დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
14 ნოემბერს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი დაესწრო საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
დიაბეტის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაავადებათა პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მართვის მნიშვნელობის შესახებ. საერთაშორისო მონაცემებით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს დიაბეტით, რომელთაგან ბევრი შრომისუნარიანი ასაკისაა. დაავადებას ხშირად თან ახლავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის შფოთვა და დეპრესია, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვის მნიშვნელობას.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხარს უჭერს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისკენ მიმართულ ინიციატივებს და აქტიურად მონაწილეობს დაავადებათა პრევენციის პოპულარიზაციასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში.