BAU იტვირთება…

ტრენინგი მედიცინის პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

15-16 ნოემბერს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარმატებით ჩაატარა ტრენინგი მედიცინის პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის თემაზე: „სწავლება-სწავლა, შეფასება და პროფესიონალიზმი სამედიცინო განათლებაში“.

სასწავლო პროგრამა შემუშავდა მედიცინის დარგის ეროვნული მახასიათებლებისა და საერთაშორისო სტანდარტების (WFME, AMEE) საფუძველზე, სწავლების, შეფასებისა და პროფესიონალიზმის კომპეტენციების გაძლიერების მიზნით. პირველ დღეს ტრენინგმა მოიცვა შედეგებზე ორიენტირებული სამედიცინო განათლების ძირითადი პრინციპები, სწავლის მიზნებისა და შედეგების სწორად ფორმულირების მნიშვნელობა, ასევე პრაქტიკული მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდები, როგორიცაა Mini-CEX, DOPS, WPBA და პორტფოლიოების გამოყენება.

მეორე დღე დაეთმო პროფესიონალიზმის სწავლებასა და შეფასებას, ეთიკურ დილემებსა და ფარული კურიკულუმის როლს სამედიცინო განათლებაში. BAU ბათუმი გააგრძელებს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოს სწავლების პრაქტიკის შესაბამისობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან. უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.