BAU იტვირთება…
Erasmus+ შესაძლებლობების განვითარების პროექტი – LEADHEGA
18-19 ნოემბერს, ერაზმუს+ შესაძლებლობების განვითარების პროექტის – LEADHEGA-ს ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მასპინძლობით, გაიმართა პარტნიორი უნივერსიტეტების პირველი სამუშაო შეხვედრა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის საჭიროებების ანალიზი, სამუშაო პაკეტების მიზნები და მათი განხორციელების ეტაპები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის მართვის სისტემების განახლებას, სტრატეგიული დაგეგმვის პრაქტიკას, თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების ინტეგრაციას და ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო გამოცდილებას. მომდევნო 24 თვის განმავლობაში, LEADHEGA პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მართვის სისტემების გაძლიერებას, სტრატეგიული პროცესების გაუმჯობესებასა და ლიდერობის კულტურის განვითარებას.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება პროექტის აქტივობების ყველა ეტაპში და გააგრძელებს რეგიონში უმაღლესი განათლების გაძლიერების მხარდაჭერას.