BAU იტვირთება…

სასწავლო სესია კლინიკური პრაქტიკის შეფასების თანამედროვე მეთოდების შესახებ

21 ნოემბერს, BAU საერთაშორისო ჰოსპიტალში ჩატარდა ტრენინგი კლინიკური პრაქტიკის შეფასების თანამედროვე მეთოდების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლეილა ახვლედიანი.

ტრენინგის მიზანი იყო ჰოსპიტალის კლინიცისტების გაცნობა იმ ინსტრუმენტებისა და მიდგომებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფს კლინიკური უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების ობიექტურ და სტრუქტურირებულ შეფასებას საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.