BAU იტვირთება…
საჯარო ლექცია თემაზე - სწორი კვებისა და ძილის მნიშვნელობა მოზარდობის პერიოდში.
2 დეკემბერს, Nike School-ში, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თეონა გოგიტიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „სწორი კვებისა და ძილის მნიშვნელობა მოზარდობის პერიოდში“.
ლექციაზე განხილული იყო სათანადო კვებისა და ადეკვატური ძილის როლი მოზარდების ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ განვითარებაში, ასევე ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, აკადემიურ მოსწრებასა და ცხოვრების საერთო ხარისხზე. შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა დაესვათ კითხვები და აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში, რამაც ხელი შეუწყო თემის პრაქტიკულ გააზრებას.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს მონაწილეობას საგანმანათლებლო და პრევენციულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.