BAU იტვირთება…
საჯარო ლექცია ჩარნალის საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა — ასისტენტ-პროფესორმა ირინე კოკოლაძემ და ასისტენტმა ცირა კაპანაძემ — ჩარნალის საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის გასვლითი საჯარო ლექცია გამართეს.
შეხვედრის თემა იყო „სწავლის დარღვევების სამედიცინო ასპექტები და გამოწვევები საგანმანათლებლო პროცესში“. საჯარო ლექციის მიზანი იყო მასწავლებლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მშობლებისთვის ინფორმაციის გაზიარება სწავლის დარღვევების სამედიცინო ასპექტების, დარღვევების ტიპებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების შესახებ. შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა აქტიურად განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები.
მასწავლებლებმა გამოხატეს ძლიერი ინტერესი მომავალში მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების გაგრძელების მიმართ.