BAU იტვირთება…
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
26-27 ივნისს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას სახელწოდებით „რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხები მედიცინაში საქართველოში.“ კონფერენციაზე განიხილეს მიმდინარე მოვლენები და გამოწვევები სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული უსაფრთხოების, დიაგნოსტიკური რადიოლოგიის, რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის სფეროებში. ღონისძიებამ გააერთიანა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, მკვლევრები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ცოდნის გაცვლისა და სფეროში არსებული უახლესი მიღწევების განსახილველად.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო დონის მომხსენებლები, მათ შორის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ვოლკან დემირჯანი, ანადოლუს სამედიცინო ცენტრიდან ნადირ ქუჩუქი, კრეტას უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ დამილაკისი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენელი ჟენია ვასილევა. მათ შეუერთდნენ BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წევრები. კონფერენციის განმავლობაში წარმოდგენილმა მოხსენებებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცოდნის გაზიარებაში, პროფესიული გამოცდილების გაცვლასა და რადიაციული უსაფრთხოებისა და სამედიცინო პრაქტიკის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების უფრო ღრმა გააზრებაში.