BAU იტვირთება…
NEURO’25 – ნეიროჯორჯიას მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრა
მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები, ომარ მოჰამედი და მოჰამედ აიუბ სადიკი, მონაწილეობდნენ NEURO'25-ში – ნეიროჯორჯიას მე-6 ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრაში, რომელიც 29-30 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ნეირომეცნიერებისა და ნევროლოგიის წამყვანი სპეციალისტების ყოველწლიური პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და უახლეს კვლევებზე დაფუძნებული სესიები, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა და კლინიკური პერსპექტივები ნეირომეცნიერების კვლევის სფეროში.
სტუდენტებმა კონგრესზე წარადგინეს პოსტერი, რომელიც დაფუძნებულია მათ კვლევით ნაშრომზე: „შრატის ნეიროფილამენტის მსუბუქი ჯაჭვის პროგნოზული სარგებლიანობა გიენ-ბარეს სინდრომის დროს: სისტემური მიმოხილვა“. კვლევის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/449NXqV
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობებში პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობად მიიჩნევს და მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას.