BAU იტვირთება…
პროფესიული ლექცია თემაზე - ბავშვის განვითარების შეფასება ერთი წლის ასაკამდე.
5 დეკემბერს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ირინა კოხლაძემ ჩაატარა პროფესიული ლექცია თემაზე: „ბავშვის განვითარების შეფასება ერთი წლის ასაკამდე“.
ლექციაზე განხილული იყო ადრეული ასაკის განვითარების ძირითადი ეტაპები, შეფასების თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული ასპექტები, რომლებიც აუცილებელია განვითარების დროული მონიტორინგისა და პოტენციური რისკების ადრეული იდენტიფიცირებისთვის.
შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული ცოდნის გაღრმავება და ბავშვის განვითარების შეფასების სფეროში პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარება.