BAU იტვირთება…
ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელმაც 21 სტუდენტური გუნდი გააერთიანა.
ღონისძიება ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრის ფორმატში, სადაც მონაწილეებმა გამოავლინეს ანალიტიკური აზროვნება, ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. შედეგების მიხედვით, გამარჯვებული გუნდები შემდეგნაირად დასახელდნენ:
1-ლი ადგილი — The Usual Suspects
მე-2 ადგილი — Titanic Swim Team
მე-3 ადგილი — Stormbreakers
BAU ბათუმი ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის ყველა მონაწილე გუნდს აქტიური ჩართულობისა და სამართლიანი კონკურსისთვის.