BAU იტვირთება…

ოფიციალური ვიზიტი ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციამ ოფიციალური ვიზიტით მოინახულა ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც მხარეებმა განიხილეს სამედიცინო განათლების თანამედროვე მიდგომები, კლინიკური სწავლების ორგანიზების პრაქტიკა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

დელეგაციას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა ფაკულტეტის ინფრასტრუქტურასა და მის საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებს. BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გულწრფელ მადლობას უხდის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს სტუმართმოყვარეობისა და თანამშრომლობისთვის.