BAU იტვირთება…
აკადემიური კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის მედიცინის პროგრამის ფარგლებში
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
აცხადებს აკადემიურ კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის მედიცინის პროგრამის ფარგლებში.
ჩვენ შესახებ:
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია ნიჭიერი სტუდენტების მოზიდვასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენი მისიაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და გაუმჯობესების ხელშეწყობა ჯანდაცვის სექტორში მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადების გზით. ამ მიზანს ჩვენ ვაღწევთ ჯანდაცვასა და სამედიცინო განათლებაში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით და ეფექტური მართვისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით.
სამუშაო ადგილი:
ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 237
ვაკანტური პოზიციები:
სამედიცინო მიმართულება:
პროფესორი – 3
ასოცირებული პროფესორი – 3
ასისტენტ-პროფესორი – 4
ასისტენტ-პროფესორი (პროფესიული მიმართულება) – 1
ასისტენტი – 2
არასამედიცინო მიმართულება:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 1
ასისტენტ-პროფესორი – 1
ყოველთვიური ხელფასი – A კატეგორიის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის:
პროფესორი – 4,337 ლარიდან
ასოცირებული პროფესორი – 3,699 ლარიდან
ასისტენტ-პროფესორი – 3,061 ლარიდან
ასისტენტი – 2,423 ლარიდან
დატვირთვის კატეგორიები
აკადემიური პერსონალის დატვირთვა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
A კატეგორია (სრული განაკვეთი): მოიცავს საკონტაქტო საათებს, კვლევით საქმიანობას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.
B კატეგორია (ნახევარი განაკვეთი): ძირითადად შედგება საკონტაქტო საათებისგან, შეზღუდული კვლევითი საქმიანობით, საგამოცდო დავალებებით და კონსულტაციებით გამოცდებამდე და მათ შემდეგ აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.
C კატეგორია (ნახევარი განაკვეთი): მოიცავს საკონტაქტო საათებს, საგამოცდო დავალებებს და კონსულტაციებს გამოცდებამდე და მათ შემდეგ არააფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.
აფილირებულ აკადემიურ პერსონალს შეუძლია აირჩიოს A და B კატეგორიებს შორის, ხოლო არააფილირებულ აკადემიურ პერსონალს შეუძლია აირჩიოს C კატეგორია. დეტალები დატვირთვასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოცემულია აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის რეგულაციებში (დანართი 1).
კონკურსის ვადები:
განაცხადის წარდგენა – 01.03.2026 – 06.03.2026
გასაუბრება – 11.03.2026 – 13.03.2026
საცდელი ლექცია – 16.03.2026 – 18.03.2026
აპელაციის წარდგენა – 19.03.2026 – 20.03.2026
კანდიდატის შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება – არაუგვიანეს 31.03.2026
აკადემიური პოზიციის მოთხოვნები
პროფესორი
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილება.
კლინიკური დისციპლინებისთვის – საკონკურსო სფეროს შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის არანაკლებ 9 (ცხრა) წლიანი გამოცდილება
უნივერსიტეტის კვლევითი და/ან საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა.
გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, პრეზენტაციები საერთაშორისო კონფერენციებზე და სასურველია ჰირშის ინდექსი (h-index) მინიმუმ 3 (Google Scholar-ის მიხედვით) ბოლო 10 წლის განმავლობაში.
სამეცნიერო ან სხვა პროექტების განხორციელების გამოცდილება.
აქტიური მონაწილეობა პროფესიულ განვითარებასა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში.
ინგლისური ენის ცოდნა საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის საკმარის დონეზე (არანაკლებ B2 დონისა ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით)
ასოცირებული პროფესორი
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.
კლინიკური დისციპლინებისთვის – საკონკურსო სფეროს შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება
საგანმანათლებლო მოდულის/კომპონენტის ან უნივერსიტეტის კვლევითი განვითარების კონცეპტუალური ხედვა.
სამეცნიერო ან სხვა პროექტების განხორციელების გამოცდილება.
გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, პრეზენტაციები საერთაშორისო კონფერენციებზე და სასურველია ჰირშის ინდექსი (h-index) მინიმუმ 2 (Google Scholar-ის მიხედვით) ბოლო 10 წლის განმავლობაში.
აქტიური მონაწილეობა პროფესიულ განვითარებასა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში.
ინგლისური ენის ცოდნა საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის საკმარის დონეზე (არანაკლებ B2 დონისა ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით)
ასისტენტ-პროფესორი
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.
კლინიკური დისციპლინებისთვის – საკონკურსო სფეროს შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
საგანმანათლებლო მოდულის/კომპონენტის ან უნივერსიტეტის კვლევითი განვითარების კონცეპტუალური ხედვა.
სამეცნიერო ან სხვა პროექტების განხორციელების გამოცდილება.
გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, პრეზენტაციები საერთაშორისო კონფერენციებზე და სასურველია ჰირშის ინდექსი (h-index) მინიმუმ 2 (Google Scholar-ის მიხედვით) ბოლო 10 წლის განმავლობაში.
აქტიური მონაწილეობა პროფესიულ განვითარებასა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში.
ინგლისური ენის ცოდნა საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის საკმარის დონეზე (არანაკლებ B2 დონისა ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით)
ასისტენტი
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
კლინიკური დისციპლინებისთვის – საკონკურსო სფეროს შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, პრეზენტაციები საერთაშორისო კონფერენციებზე და სასურველია ჰირშის ინდექსი (h-index) მინიმუმ 2 (Google Scholar-ის მიხედვით) ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ინგლისური ენის ცოდნა საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის საკმარის დონეზე (არანაკლებ B2 დონისა ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით)
საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება
პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
განაცხადის ფორმა
ორი (2) ფოტოსურათი ზომით 3x4 და/ან ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია
უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის (დოქტორის/PhD-ს გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები
კვალიფიკაციის ამაღლების კურსების/ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შერჩეული ვაკანტური თანამდებობის შესაბამის სფეროში და/ან მიმართულებაში და/ან სწავლების მეთოდოლოგიაში)
სასწავლო კურსის სილაბუსი ან იმ კურსის სილაბუსის გეგმა, რომლის სწავლებასაც აპლიკანტი გეგმავს უნივერსიტეტში
გამოქვეყნებული პუბლიკაციების სია (ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაუმეტეს ათი), შესაბამისი ჟურნალის და პუბლიკაციის/აბსტრაქტის ბმულების მითითებით. ბეჭდური ჟურნალების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ჟურნალის პირველი გვერდისა და სარჩევის ასლი, ასევე ინფორმაცია რეცენზირების/იმპაქტ-ფაქტორის შესახებ
პრეზენტაციები საერთაშორისო კონფერენციებზე – ბმულებით (ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაუმეტეს ათი)
ერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებული შესაბამის საკონკურსო სფეროში ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში. ბეჭდური ჟურნალების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ჟურნალის პირველი გვერდისა და ტექსტის ასლი. პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის პოზიციებისთვის პუბლიკაცია უნდა იყოს იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში; სხვა აკადემიური პოზიციებისთვის – რეცენზირებად ჟურნალში
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ.
დამატებითი დოკუმენტაცია პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მსურველთათვის (სამედიცინო სფერო):
უნივერსიტეტის კვლევითი და/ან საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაში არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
კლინიკური დისციპლინებისთვის – საკონკურსო სფეროს შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის არანაკლებ 9 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა პროექტები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)
ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ
დამატებითი დოკუმენტაცია პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მსურველთათვის (არასამედიცინო სფერო):
უნივერსიტეტის კვლევითი და/ან საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაში არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა პროექტები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)
ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ
დამატებითი დოკუმენტაცია ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მსურველთათვის (სამედიცინო სფერო):
უნივერსიტეტის კვლევითი და/ან საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/კომპონენტის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაში არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
კლინიკური დისციპლინებისთვის – საკონკურსო სფეროს შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა პროექტები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)
ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ
დამატებითი დოკუმენტაცია ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მსურველთათვის (არასამედიცინო სფერო):
უნივერსიტეტის კვლევითი და/ან საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/კომპონენტის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაში არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა პროექტები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)
ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ
დამატებითი დოკუმენტაცია ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მსურველთათვის (სამედიცინო სფერო):
საკონკურსო სფეროს შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
ინფორმაცია კლინიკური პრაქტიკისას ნამკურნალები პაციენტების რაოდენობის შესახებ – წინა კალენდარული წლის ან წინა წლის ბოლო 3 თვის მონაცემებზე დაყრდნობით
დამატებითი დოკუმენტაცია ასისტენტის (სამედიცინო მიმართულება) აკადემიურ თანამდებობაზე აპლიკანტებისთვის:
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, პროგრამისა და/ან კვლევის სფეროს მითითებით
2. საკონკურსო სფეროს შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი – კლინიკური დისციპლინებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: უნივერსიტეტის ოფისში არაუგვიანეს 2026 წლის 6 მარტისა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 568 77 00 07
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის მონაცემთა განსაკუთრებულ კატეგორიებს, როგორც ეს განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის, მათ შორის, ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული გამოცხადებულ ვაკანსიაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ან შესაძლოა შენახული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზე. რეზიუმე შეიძლება შენახული იყოს ერთ წლამდე ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
სილაბუსის შაბლონი
აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესი
აკადემიური პერსონალის არჩევის წესი
აფილირების შეთანხმება
განცხადების ფორმა
სააპლიკაციო ფორმა