BAU იტვირთება…

Erasmus+ საერთაშორისო მობილობის კონკურსი აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს Erasmus+-ის სრულად დაფინანსებულ მობილობის პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აფილირებულ აკადემიურ პერსონალს ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+-ის პერსონალის კვირეულში მონაწილეობისთვის.

მობილობის პერიოდი: 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (11–15 მაისი, 2026);

ხანგრძლივობა: ერთი კვირა;

კვოტა: ერთი აკადემიური პერსონალი;

Erasmus+-ის ინსტიტუციათაშორისი შეთანხმება BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის მოიცავს ტრენინგისა და სწავლების კომპონენტებს, საერთაშორისო შეხვედრებსა და სემინარებს, რომლებიც მონაწილეებს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობების ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს აძლევს. შერჩეული მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას აკადემიურ და კულტურულ აქტივობებში Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში, მასპინძელი უნივერსიტეტის პროგრამის შესაბამისად.

მობილობა მოიცავს სალექციო შეხვედრებს, არაუმეტეს 8 საათისა. განაცხადის პროცესი: აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ ყველა საჭირო დოკუმენტი დადგენილ ვადაში.

საჭირო დოკუმენტები:

• Europass CV;

• სამოტივაციო წერილი;

• პასპორტის ასლი;

• გამოქვეყნებული სტატიები;

• ლექციების კონცეპტუალური ხედვა;

კონკურსის ეტაპები:

დოკუმენტების წარმოდგენა: 2026 წლის 03 თებერვალი – 2026 წლის 18 თებერვალი;

გასაუბრება კომისიასთან: 2026 წლის 24 თებერვალი;

გამგზავნი დაწესებულების მიერ ნომინირება: BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

საბოლოო დადასტურება მასპინძელი უნივერსიტეტისგან: ლიტვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტი;

Erasmus+-ის საერთაშორისო მობილობის სტიპენდია სრულად ფარავს მგზავრობისა და ყოველდღიურ ხარჯებს. პარტნიორი უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი: https://lsmu.lt/en/ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისს. გისურვებთ წარმატებებს!