BAU იტვირთება…
ანა ქურშუბაძე სწავლას რუმინეთში გააგრძელებს
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი, ანა კურშუბაძე, ერასმუს+-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლას რუმინეთში გააგრძელებს.
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა სრულად აფინანსებს სტუდენტის აკადემიურ მობილობას და მხარს უჭერს განათლების ინტერნაციონალიზაციას, პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო აკადემიურ გარემოში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაძლიერებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამ კონტექსტში, ვასილ გოლდიშის სახელობის ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტთან პარტნიორობა და მასთან დაკავშირებული სტუდენტური მობილობის პროგრამები წარმოადგენს აკადემიური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელოვან მიმართულებას.