BAU იტვირთება…
კლინიკური პრაქტიკა ინჰას საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, სამხრეთ კორეა
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სიხარულით აცხადებს კონკურსს III, IV, V და VI კურსის სტუდენტებისთვის კლინიკური პრაქტიკის გასავლელად სამხრეთ კორეაში, ინჰას უნივერსიტეტის ჰოსპიტალში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკად არის აღიარებული.
მობილობის პერიოდი: ზაფხული (ივნისი-აგვისტო)
ხანგრძლივობა: ერთი თვე;
კვოტა: ერთი სტუდენტი;
კრიტერიუმები და განაცხადი: აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
პასპორტის ასლი
სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
Europass CV
მოტივაციის წერილი
ნიშნების ფურცელი GPA-თი
პორტფოლიო
კონკურსის ეტაპები:
დოკუმენტების წარმოდგენა: 05 თებერვალი – 18 თებერვალი;
გასაუბრება კომისიასთან: 2026 წლის 25 თებერვალი;
გამგზავნი დაწესებულების მიერ ნომინირება: BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
საბოლოო შერჩევა პარტნიორი დაწესებულების მიერ: Inha-ს საუნივერსიტეტო საავადმყოფო;
დაფინანსება და შეღავათები: ავიაბილეთებსა და საცხოვრებელს დააფინანსებს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნომინირებული სტუდენტისთვის განსაზღვრული კვოტის ფარგლებში; უფასო ტრენინგ პროგრამა; სერტიფიკატი გავლის დამადასტურებელი; პარტნიორი დაწესებულების ოფიციალური ვებგვერდი: https://www.inha.com/page/main
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საზღვარგარეთ კლინიკური პრაქტიკისთვის შერჩეულ სტუდენტებთან დაკავშირებით შესარჩევი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია.
წერილობითი მოთხოვნა უნდა წარედგინოს შპს „BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისს. გისურვებთ წარმატებებს!