BAU იტვირთება…
ეპილეფსიის საერთაშორისო დღე
10 თებერვალს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა ეპილეფსიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ეპილეფსიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანია ეპილეფსიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სტიგმის შემცირება და ამ მდგომარეობის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მნიშვნელობის ხაზგასმა.
ლექცია წაიკითხა ნევროლოგმა, დოქტორმა ნათია ხარატიმ, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრმა. მან სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ეპილეფსიის კლინიკური მახასიათებლების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებისა და პირველადი დახმარების პრინციპების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაავადების შესახებ გავრცელებული მცდარი შეხედულებების განხილვასა და მათი აღმოფხვრის მნიშვნელობას.
ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტთა სამედიცინო ცნობიერების გაღრმავება და ემპათიისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება, რაც სრულად შეესაბამება BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მისიასა და საზოგადოებასთან ჩართულობის პრიორიტეტებს.