BAU იტვირთება…
პერსონალის მობილობა ინჰას საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, სამხრეთ კორეა
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის, სამხრეთ კორეის ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოში, ინჰას უნივერსიტეტის საავადმყოფოში, ტრენინგ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
მობილობის პერიოდი: ზაფხული (ივნისი-აგვისტო)
ხანგრძლივობა: ორი კვირა;
კვოტა: ერთი აკადემიური პერსონალი;
კრიტერიუმები და განაცხადი:
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ორი განაცხადის ფორმა: 1) დააწკაპუნეთ აქ ჩამოსატვირთად 2) განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• სააპლიკაციო ფორმა
• Europass CV;
• სამოტივაციო წერილი;
• პასპორტის ასლი;
• გამოქვეყნებული სტატიები; კონკურსის ეტაპები:
დოკუმენტების წარმოდგენა: 13 თებერვალი – 22 თებერვალი; გასაუბრება კომისიასთან: 2026 წლის 26 თებერვალი; ნომინირება გამგზავნი ინსტიტუტის მიერ: BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საბოლოო შერჩევა პარტნიორი ინსტიტუტის მიერ: ინჰას საუნივერსიტეტო საავადმყოფო; დაფინანსება და შეღავათები: ავიაბილეთებსა და საცხოვრებელს დააფინანსებს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნომინირებული მონაწილისთვის განსაზღვრული კვოტის ფარგლებში.
პარტნიორი დაწესებულების ოფიციალური ვებგვერდი: https://www.inha.com/page/main მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საზღვარგარეთ კლინიკური პრაქტიკისთვის შერჩეული მონაწილის შესახებ შესარჩევი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია. წერილობითი მოთხოვნა უნდა წარედგინოს შპს „BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისი. გისურვებთ წარმატებებს!