BAU იტვირთება…

HAIDENers-ის სამიტი 2026

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტები, ქოვსარ იბრაჰიმოვა და ვიქტორია დიასამიძე, მონაწილეობდნენ HAIDENers Summit 2026-ში, რომელიც ჰელსინკში, Planmeca-ს ოფისში გაიმართა. სამიტი ფოკუსირებული იყო ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სიმულაციაზე დაფუძნებული სწავლების ინტეგრაციაზე თანამედროვე სტომატოლოგიურ განათლებაში.

დისკუსიებზე განიხილეს სტომატოლოგიური სასწავლო გეგმების მომავალი ხედვა, სწავლების ინოვაციური მოდელები და განათლების განვითარების გზები, რომლებიც შეესაბამება გლობალურ სტანდარტებს. ღონისძიების მიმდინარეობისას სტუდენტები მონაწილეობდნენ პროფესიულ დისკუსიებში, გაეცნენ ფინური სტომატოლოგიური ტექნოლოგიებისა და ციფრული სამედიცინო მოწყობილობების წარმოების პროცესებს და მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის შესახებ. BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტთა მონაწილეობას საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს მათ პროფესიულ განვითარებაში, გლობალური ხედვის ჩამოყალიბებასა და ინოვაციურ გარემოში გამოცდილების მიღებაში.