BAU იტვირთება…
ოფიციალური მიღება
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოწვევით, დაესწრო იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას.
ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნა საქართველოსა და იაპონიის სახელმწიფო ჰიმნებით. სტუმრებს მიესალმა იაპონიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი ისჰიზუკა ჰიდეკი. მიღებას ესწრებოდა 250-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, კულტურის მოღვაწეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტია იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით აკადემიური და ინსტიტუციური პარტნიორობის განვითარების გზით, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.