BAU იტვირთება…

ტრენინგი სახელწოდებით - „ჰორიზონტი ევროპას“ დაფინანსების შესაძლებლობები და კონკურენტუნარიანი საგრანტო განაცხადების მომზადება

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები და კონკურენტუნარიანი საგრანტო განაცხადების მომზადება“. ტრენინგს უძღვებოდა პროფესორი ალექსანდრა მიხაილიდი.

ღონისძიება გათვლილი იყო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის და მიზნად ისახავდა მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერებას საერთაშორისო საგრანტო საქმიანობის სფეროში. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს პროგრამა Horizon Europe-ის სტრუქტურა, დაფინანსების არსებული სქემები, საერთაშორისო პარტნიორობის დამყარების მიდგომები და კონკურენტუნარიანი საგრანტო განაცხადების მომზადების ძირითადი პრინციპები. სესია წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში და მონაწილეებს გადაეცათ დასრულების სერტიფიკატები.