BAU იტვირთება…

აკრედიტებული საერთაშორისო კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციისა (MDLM) და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ტარდება აკრედიტებული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „თანამედროვე ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები ლაბორატორიული მედიცინის სწავლების მეთოდოლოგიასა და კლინიკურ პრაქტიკაში“. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, რომლებიც ისაუბრებენ სამედიცინო განათლების განვითარებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

კონფერენციის პროგრამის ფარგლებში, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი, წარადგენს პრეზენტაციას ლაბორატორიული მედიცინის სწავლებისა და მის კლინიკურ პრაქტიკაში ეფექტურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული თანამედროვე მიდგომების შესახებ. კონფერენცია გააერთიანებს ქართველ და საერთაშორისო სპეციალისტებს და შექმნის მნიშვნელოვან აკადემიურ პლატფორმას ლაბორატორიული მედიცინის განათლების, კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის აქტუალური საკითხების განსახილველად.

კონფერენციაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, წინასწარ დარეგისტრირდეთ: https://lnkd.in/dbsGvZYt