BAU იტვირთება…

საერთაშორისო ვიზიტი ინგლისში

2026 წლის 8-დან 15 მარტის ჩათვლით, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები – დარინა მსხალაძე, თეონა ცინცაძე და თამილა დილავეროვა – იმყოფებოდნენ ინგლისში საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში. ვიზიტი დაფინანსდა უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებისა და ინოვაციური სწავლების პრაქტიკის დანერგვას.

ვიზიტის დროს მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობა ბაქსვუდის სკოლაში გამართულ პროფესიული განვითარების ტრენინგში. პროგრამა მოიცავდა ინგლისური ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების თანამედროვე მეთოდებს, განათლებაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას, დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემის მიმოხილვასა და საკლასო ოთახის მართვის თანამედროვე სტრატეგიებს. მსგავსი საერთაშორისო ხასიათის აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აკადემიური პერსონალის პროფესიულ ზრდას, აფართოებს მათ გლობალურ პერსპექტივას და მხარს უჭერს სწავლების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას.