BAU იტვირთება…

აკადემიური კონკურსი 2026

1. სააპლიკაციო ფორმა 2026 (Docx)

1. სააპლიკაციო ფორმა 2026 (Pdf)

2. სილაბუსის შაბლონი (Pdf)

2. სილაბუსის შაბლონი (Docx)

3. აფილირების შეთანხმება (Docx)

3. აფილირების შეთანხმება 2026 (Pdf)

4. განცხადების ფორმა Annex 2 Statement (Pdf)

4. განცხადების ფორმა Annex 2 Statement ( Docx)

აკადემიური პერსონალის არჩევის წესი (Pdf)

აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესი

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიურ კონკურსს მედიცინის პროგრამისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აკადემიურ თანამდებობებზე.

ჩვენ შესახებ:

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია ნიჭიერი სტუდენტების მოზიდვასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენი მისიაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და გაუმჯობესების ხელშეწყობა ჯანდაცვის სექტორში მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადების გზით. ამ მიზანს ჩვენ ვაღწევთ ჯანდაცვასა და სამედიცინო განათლებაში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით და ეფექტური მართვისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 237

ვაკანტური პოზიციები:

მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით:

ბიომედიცინის მეცნიერებები:

• ასოცირებული პროფესორი - 1

• ასისტენტ-პროფესორი - 2

• ასისტენტი - 1

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა:

• ასოცირებული პროფესორი - 1

• ასისტენტ-პროფესორი - 1

გინეკოლოგია:

• ასოცირებული პროფესორი - 1

• ასისტენტ-პროფესორი - 1

შინაგანი მედიცინა:

• ასოცირებული პროფესორი - 1

• ასისტენტ-პროფესორი - 1

ქირურგია:

• პროფესორი - 1

• ასოცირებული პროფესორი - 1

• ასისტენტ-პროფესორი - 2

ინფექციური დაავადებები:

• ასოცირებული პროფესორი - 1

• ასისტენტ-პროფესორი - 1

ფსიქიატრია:

• ასისტენტ-პროფესორი - 1

ონკოლოგია:

• ასისტენტ-პროფესორი - 1

პედიატრია:

• ასოცირებული პროფესორი - 1

• ასისტენტ-პროფესორი - 1

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით:

• პროფესორი - 1

• ასოცირებული პროფესორი - 1

• ასისტენტ-პროფესორი - 2

• ასისტენტი - 1

ყოველთვიური ხელფასი - A კატეგორიის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის:

• პროფესორი - 4 337 ლარიდან

• ასოცირებული პროფესორი - 3 699 ლარიდან

• ასისტენტ-პროფესორი - 3 061 ლარიდან

• ასისტენტი - 2 423 ლარიდან

დატვირთვის კატეგორიები

აკადემიური პერსონალის დატვირთვა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

• A კატეგორია (სრული განაკვეთი): მოიცავს აფილირებული აკადემიური პერსონალის საკონტაქტო საათებს, კვლევით საქმიანობას და ადმინისტრაციულ ვალდებულებებს.

• B კატეგორია (ნახევარი განაკვეთი): ძირითადად მოიცავს აფილირებული აკადემიური პერსონალის საკონტაქტო საათებს, შეზღუდულ კვლევით საქმიანობას, საგამოცდო პროცესებთან დაკავშირებულ დავალებებს და კონსულტაციებს გამოცდებამდე და გამოცდების შემდეგ.

• C კატეგორია (ნახევარი განაკვეთი): მოიცავს არაფილირებული აკადემიური პერსონალის საკონტაქტო საათებს, საგამოცდო პროცესებთან დაკავშირებულ დავალებებს და კონსულტაციებს გამოცდებამდე და გამოცდების შემდეგ.

ასოცირებულ აკადემიურ პერსონალს შეუძლია აირჩიოს A და B კატეგორიებს შორის, ხოლო არაასოცირებულ აკადემიურ პერსონალს შეუძლია აირჩიოს C კატეგორია.

დატვირთვასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული დეტალები მოცემულია აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესში (დანართი 1).

კონკურსის პროცესი:

დოკუმენტების მიღება - 19.10.2026 - 23.10.2026

გასაუბრება - 26.10.2026 - 27.10.2026

სანიმუშო ლექცია - 29.10.2026 - 30.10.2026

აპელაციის წარდგენა - 02.11.2026 - 03.11.2026

კანდიდატების შერჩევა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - არაუგვიანეს 10.11.2026

აკადემიური პოზიციის მოთხოვნები

პროფესორი

1. დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. მინიმუმ ექვსწლიანი პედაგოგიური და კვლევითი გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. კლინიკური დისციპლინებისთვის - კონკურსის სფეროს შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და სულ მცირე 9 (ცხრა) წლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილება.

4. უნივერსიტეტის კვლევითი და/ან საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა.

5. იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო კონფერენციებზე მოხსენებები და სასურველია h-ინდექსი მინიმუმ 3 (Google Scholar-ის მიხედვით) ბოლო 10 წლის განმავლობაში.

6. სამეცნიერო ან სხვა პროექტების განხორციელების გამოცდილება.

7. პროფესიულ განვითარებასა და სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწაში აქტიური მონაწილეობა.

8. ინგლისური ენის ცოდნა სასწავლო პროცესის წარმართვისთვის საკმარის დონეზე (მინიმუმ B2 დონე ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით).

ასოცირებული პროფესორი

1. დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. მინიმუმ სამწლიანი პედაგოგიური და კვლევითი გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. კლინიკური დისციპლინებისთვის - კონკურსის სფეროს შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და სულ მცირე 5 (ხუთი) წლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილება.

4. საგანმანათლებლო მოდულის/კომპონენტის ან უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის განვითარების კონცეპტუალური ხედვა.

5. სამეცნიერო ან სხვა პროექტების განხორციელების გამოცდილება.

6. იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო კონფერენციებზე მოხსენებები და სასურველია h-ინდექსი მინიმუმ 2 (Google Scholar-ის მიხედვით) ბოლო 10 წლის განმავლობაში.

7. პროფესიულ განვითარებასა და სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწაში აქტიური მონაწილეობა.

8. ინგლისური ენის ცოდნა სასწავლო პროცესის წარმართვისთვის საკმარის დონეზე (მინიმუმ B2 დონე ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით).

ასისტენტ-პროფესორი (აკადემიური სფერო)

1. დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. მინიმუმ სამწლიანი პედაგოგიური და კვლევითი გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. კლინიკური დისციპლინებისთვის - კონკურსის სფეროს შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და სულ მცირე 3 (სამი) წლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილება.

4. საგანმანათლებლო მოდულის/კომპონენტის ან უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის განვითარების კონცეპტუალური ხედვა.

5. სამეცნიერო ან სხვა პროექტების განხორციელების გამოცდილება.

6. იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო კონფერენციებზე მოხსენებები და სასურველია h-ინდექსი მინიმუმ 2 (Google Scholar-ის მიხედვით) ბოლო 10 წლის განმავლობაში.

7. პროფესიულ განვითარებასა და სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწაში აქტიური მონაწილეობა.

8. ინგლისური ენის ცოდნა სასწავლო პროცესის წარმართვისთვის საკმარის დონეზე (მინიმუმ B2 დონე ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით).

ასისტენტ-პროფესორი (პროფესიული სფერო - კლინიკური)

1. ერთსაფეხურიანი სამედიცინო/სტომატოლოგიური ხარისხი ან შესაბამისი უმაღლესი განათლება კონკურსის სფეროში.

2. სექტორის სპეციფიკური გამოწვევების ცოდნა, დადასტურებული პროფესიულ ასოციაციაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით ან დარგის ექსპერტად.

3. შესაბამისი კლინიკური გამოცდილება, სერტიფიკაცია და სულ მცირე ხუთწლიანი კლინიკური პრაქტიკა, მინიმუმ 350 პაციენტი წელიწადში ან 30 პაციენტი თვეში კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში.

4. რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები ან კონფერენციის მოხსენებები ბოლო 10 წლის განმავლობაში.

5. საგანმანათლებლო კურსის განვითარების მკაფიო ხედვა ან მინიმუმ ერთწლიანი სწავლების გამოცდილება.

6. პროფესიულ განვითარებასა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა.

7. ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით).

ასისტენტი

1. დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. კლინიკური დისციპლინებისთვის - კონკურსის სფეროს შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და სულ მცირე 3 (სამი) წლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილება.

3. იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო კონფერენციებზე მოხსენებები და სასურველია h-ინდექსი მინიმუმ 2 (Google Scholar-ის მიხედვით) ბოლო 10 წლის განმავლობაში.

4. ინგლისური ენის ცოდნა სასწავლო პროცესის წარმართვისთვის საკმარის დონეზე (მინიმუმ B2 დონე ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით).

საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:

1. კონკურსში მონაწილეობის განცხადება

2. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

3. სააპლიკაციო ფორმა

4. ორი (2) ფოტოსურათი ზომით 3x4 და/ან ფოტოს ელექტრონული ვერსია

5. უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (დოქტორის/PhD-ის ეკვივალენტური)

6. კვალიფიკაციის ამაღლების კურსების/ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სფეროს და/ან მიმართულების და/ან სწავლების მეთოდოლოგიის მიხედვით შერჩეული ვაკანტური თანამდებობის შესაბამისად)

7. სასწავლო კურსის სილაბუსი ან იმ კურსის სილაბუსის გეგმა, რომლის სწავლებასაც აპლიკანტი გეგმავს უნივერსიტეტში

8. გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაუმეტეს ათი), შესაბამისი ჟურნალისა და პუბლიკაციის/რეფერატის ბმულების მითითებით. ბეჭდური ჟურნალებისთვის წარმოდგენილი უნდა იქნეს ჟურნალის პირველი გვერდისა და სარჩევის ასლი, ასევე ინფორმაცია რეცენზირებადობის/იმპაქტ-ფაქტორის შესახებ.

9. მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე - ბმულებით (ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაუმეტეს ათი)

10. ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში კონკურსის შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი. ბეჭდური ჟურნალებისთვის წარმოდგენილი უნდა იქნეს ჟურნალის პირველი გვერდისა და ტექსტის ასლი. პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობისთვის პუბლიკაცია უნდა იყოს იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში; სხვა აკადემიური თანამდებობებისთვის - რეცენზირებად ჟურნალში.

11. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

დამატებითი დოკუმენტაცია პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მსურველთათვის (სამედიცინო სფერო):

1. უნივერსიტეტის კვლევითი და/ან საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაში სულ მცირე 6 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

3. კლინიკური დისციპლინებისთვის - კონკურსის სფეროს შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და სულ მცირე 9 წლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

4. დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა პროექტები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)

5. ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ

დამატებითი დოკუმენტაცია პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მსურველთათვის (არასამედიცინო სფერო):

1. უნივერსიტეტის კვლევითი და/ან საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაში სულ მცირე 6 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

3. დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა პროექტები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)

4. ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ

დამატებითი დოკუმენტაცია ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მსურველთათვის (სამედიცინო სფერო):

1. უნივერსიტეტის კვლევითი და/ან საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/კომპონენტის განვითარების კონცეპტუალური ხედვა

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაში სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

3. კლინიკური დისციპლინებისთვის - კონკურსის სფეროს შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და სულ მცირე 5 წლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

4. დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა პროექტები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)

5. ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ

დამატებითი დოკუმენტაცია ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მსურველთათვის (არასამედიცინო სფერო):

1. უნივერსიტეტის კვლევითი და/ან საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/კომპონენტის განვითარების კონცეპტუალური ხედვა

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაში სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

3. დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა პროექტები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)

4. ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ

დამატებითი დოკუმენტაცია ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მსურველთათვის (სამედიცინო სფერო):

1. კონკურსის სფეროს შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და სულ მცირე 3 წლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

2. ინფორმაცია კლინიკური პრაქტიკისას ნამკურნალები პაციენტების რაოდენობის შესახებ – წინა კალენდარული წლის ან წინა წლის ბოლო 3 თვის მონაცემებზე დაყრდნობით

დამატებითი დოკუმენტაცია ასისტენტ-პროფესორის (სამედიცინო მიმართულება) აკადემიურ თანამდებობაზე აპლიკანტებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის საფუძველზე:

1. სფეროში მმართველობითი ან მარეგულირებელი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი დოკუმენტაცია ასისტენტის (სამედიცინო მიმართულება) აკადემიურ თანამდებობაზე აპლიკანტებისთვის:

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, პროგრამისა და/ან კვლევის სფეროს მითითებით

2. საკონკურსო სფეროს შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის დამადასტურებელი სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი – კლინიკური დისციპლინებისთვის

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: უნივერსიტეტის ოფისში არაუგვიანეს 2026 წლის 23 ოქტომბრისა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 568 77 00 07

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის მონაცემთა განსაკუთრებულ კატეგორიებს, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან ხელშეკრულების, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული გამოცხადებულ ვაკანსიაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ან შესაძლოა შენახულ იქნას სხვა შესაბამისი პოზიციისთვის. რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას ერთ წლამდე.

თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.