BAU იტვირთება…

Erasmus+ საერთაშორისო მობილობის კონკურსი

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს Erasmus+-ის საერთაშორისო მობილობის კონკურსს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის. მობილობა განხორციელდება რომის საპიენცას უნივერსიტეტში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიულად გამორჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

მობილობის პერიოდი: 2026–2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი;

ხანგრძლივობა: ერთი კვირა;

კვოტა: ერთი აკადემიური პერსონალი;

მობილობის პროგრამა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას დაესწრონ საერთაშორისო შეხვედრებს, ტრენინგებსა და ვორქშოფებს, დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები და ჩაერთონ მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიურ და კულტურულ აქტივობებში. განაცხადის პროცესი: აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარადგინონ ყველა საჭირო დოკუმენტი დადგენილ ვადაში.

• Europass CV;

• სამოტივაციო წერილი;

• პასპორტის ასლი;

• გამოქვეყნებული სტატიები;

• ლექციების კონცეპტუალური ხედვა;

კონკურსის ეტაპები:

დოკუმენტების წარმოდგენა: 2026 წლის 01 სექტემბერი – 2026 წლის 12 სექტემბერი;

გასაუბრება კომისიასთან: 2026 წლის 15 სექტემბერი;

გამგზავნი დაწესებულების მიერ ნომინირება: BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

საბოლოო დადასტურება მასპინძელი უნივერსიტეტისგან: რომის საპიენცას უნივერსიტეტი; Erasmus+-ის საერთაშორისო მობილობის სტიპენდია სრულად ფარავს მგზავრობისა და ყოველდღიურ ხარჯებს.

პარტნიორი უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი: https://www.uniroma1.it/it/ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისი. გისურვებთ წარმატებებს!