BAU იტვირთება…

ორიენტაციის დღე

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა ორიენტაციის დღე. შეხვედრისას ახალ სტუდენტებს მიესალმნენ სასწავლო პროცესის მენეჯერები და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მათ მიულოცეს პირველკურსელებს უნივერსიტეტში სწავლის დაწყება და გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათი აკადემიური მოგზაურობის ამ ახალი ეტაპის შესახებ. ორიენტაციის დღის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ აკადემიური პროცესის ორგანიზებას, უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოსა და ხელმისაწვდომ სტუდენტურ სერვისებს.

მათ ასევე შეიტყვეს სტუდენტების მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობებისა და რესურსების შესახებ. შეხვედრა მოიცავდა კითხვა-პასუხის სესიას, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა მიეღოთ დეტალური პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ჩვენს ყველა პირველკურსელს ვუსურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ წლებს!