BAU იტვირთება…

მიღება ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამებზე

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამებზე 2026–2027 აკადემიური წლისთვის.

განათლების ადმინისტრირება

სწავლის ხანგრძლივობა:

1 წელი — სამაგისტრო პროგრამა

1+1 წელი — კვლევითი სამაგისტრო პროგრამა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა

სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი

განაცხადის შეტანა და დოკუმენტაციის წარდგენა

პოტენციური მაგისტრანტებისგან განაცხადები და საჭირო დოკუმენტაცია მიიღება 2026 წლის 14 სექტემბრამდე.

აპლიკანტებს შეუძლიათ საბუთები წარადგინონ პირადად BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მისამართზე: ფრიდონ ხალვაშის გამზირი №237, ბათუმი, ან გაგზავნონ ელექტრონულად უნივერსიტეტის ოფისში.

საჭირო დოკუმენტები:

CV/რეზიუმე;

პირადობის მოწმობა;

ერთიანი სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან №224 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაცია იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც შეუძლიათ სწავლის გაგრძელება ერთიანი სამაგისტრო გამოცდის გარეშე;

ცნობა ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ, დიპლომი ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირთა სამხედრო მიწერის მოწმობა;

ორი 3×4 სმ ფოტოსურათი;

უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოში გაცემული დოკუმენტებისთვის უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოითხოვოს ავთენტურობის დადასტურება;

პორტფოლიო, რომელიც ასახავს პროფესიულ და აკადემიურ მიღწევებს ან დეტალური ავტობიოგრაფია — სურვილისამებრ;

ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი — თუ გააჩნია;

ესე ან გამოქვეყნებული სტატია — განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აპლიკანტებისთვის;

დამატებითი დოკუმენტაცია — აპლიკანტის შეხედულებისამებრ ან პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.

უნივერსიტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდები

უნივერსიტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდები ჩატარდება 2026 წლის 15–23 სექტემბერს, შემდეგი განრიგის მიხედვით:

განათლების ადმინისტრირება

ესესა და პორტფოლიოს შეფასება — 16 სექტემბერი

ინგლისური ენის ტესტი — 17 სექტემბერი

გასაუბრება — 18 სექტემბერი

მისაღები გამოცდების საგამოცდო საკითხების ნიმუშები, შეფასების სისტემა და ინფორმაცია საგამოცდო შეღავათების შესახებ ხელმისაწვდომია აქ:

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა

წერილობითი ტესტი — 21 სექტემბერი

ინგლისური ენის ტესტი — 22 სექტემბერი

გასაუბრება — 23 სექტემბერი

მისაღები გამოცდების საგამოცდო საკითხების ნიმუშები, შეფასების სისტემა და ინფორმაცია საგამოცდო შეღავათების შესახებ ხელმისაწვდომია აქ:

სამაგისტრო გამოცდის შედეგები და ჩარიცხვა

სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 25 სექტემბერს.

დასაბუთებული სააპელაციო განცხადებები მიიღება 2026 წლის 29 სექტემბრამდე.

ჩარიცხვისთვის უფლებამოსილი აპლიკანტების საბოლოო სია გამოქვეყნდება 2026 წლის 30 სექტემბერს.

ფინანსური რეგისტრაცია

აპლიკანტებმა, რომლებმაც მოიპოვეს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, უნდა გააფორმონ ჩარიცხვის ხელშეკრულებები და დაასრულონ ფინანსური რეგისტრაცია 2026 წლის 1-13 ოქტომბრის პერიოდში.

აპლიკანტები, რომლებიც განსაზღვრულ ვადაში ვერ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ოფისი

მისამართი: ფრიდონ ხალვაშის გამზირი 237, ბათუმი

ელფოსტა: უნივერსიტეტის ოფისი

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა: უნივერსიტეტის ოფისი