BAU იტვირთება…
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
21 მარტს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა. ეს დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან ყოველწლიურ შესაძლებლობას საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, ინკლუზიის გასაძლიერებლად და დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად.
უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ინიციატივაში, მონაწილეობდნენ სიმბოლურ და ინტერაქტიულ აქტივობებში. წლევანდელი გზავნილი — „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ — ხაზს უსვამს კავშირის, მხარდაჭერისა და თანაგრძნობის მნიშვნელობას.