BAU იტვირთება…

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ოფიციალური აღიარება მოიპოვა

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ოფიციალური აღიარება მოიპოვა! იორდანიის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს გადაწყვეტილებით, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეუერთდა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ოფიციალურად აღიარებული უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალს.

აღიარება ეხება უნივერსიტეტის ერთსაფეხურიან მედიცინისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, მათი დიპლომები აღიარებული იყოს იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია იორდანიის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://rce.mohe.gov.jo/en/RecognizedUniversities