BAU იტვირთება…

საგ란ტო კონკურსი

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულად იქნა შერჩეული – „შავი ზღვისა და სანაპირო ზონის კვლევები – შავი ზღვის ლურჯი განვითარება“.

პროექტი წარმოადგენს ინოვაციურ სამეცნიერო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპირო ზონაში ზღვის წყლის ხარისხის ყოვლისმომცველ მონიტორინგს და დაბინძურების ზემოქმედების შეფასებას თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიების გამოყენებით. კვლევა ეფუძნება ზღვის წყლის დინების დინამიკის შესწავლას.

პროექტის მთავარი მიზნებია: შავი ზღვის სანაპირო ზონის გარემოსდაცვითი სისტემური მონიტორინგი; ნავთობთან დაკავშირებული დამაბინძურებლების ზემოქმედების შეფასება; გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მონაცემების ინტეგრირებული ანალიზი; და დაბინძურების რისკების პროგნოზირების მოწინავე მოდელის შემუშავება. ამ მიზნების მისაღწევად შეიქმნა საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს საქართველოს, ბულგარეთისა და თურქეთის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი კვლევითი გამოცდილება „შავი ზღვის ლურჯი განვითარების“ სფეროში.

კონსორციუმი ხელს შეუწყობს შავი ზღვის ეკოსისტემაზე მაღალი დონის თანამშრომლობითი კვლევების განხორციელებას, გარემოს მონიტორინგის თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას, სამეცნიერო ცოდნის გაცვლასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას. პროექტს ხელმძღვანელობენ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური მომსახურების ლაბორატორიის გამგე მაკა მანწკავა და BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ირინე იმერლიშვილი.