BAU იტვირთება…

კლინიკური პრაქტიკა სამხრეთ კორეაში

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინჰას უნივერსიტეტის საავადმყოფოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეხუთე კურსის სტუდენტი მარიამ დავიდაძე ამჟამად სამხრეთ კორეაში იმყოფება და მონაწილეობს კლინიკური პრაქტიკის პროგრამაში.

მობილობის პროგრამის ფარგლებში, მარიამი ეცნობა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს, საერთაშორისო კლინიკურ სტანდარტებსა და პაციენტზე ზრუნვის უახლეს მიდგომებს. ის ასევე იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას მაღალტექნოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის საქმიანობაში, მათ შორის კლინიკური პროცესების ორგანიზებასა და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის მოდელის დანერგვაში.

სამხრეთ კორეის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო დაწესებულებასთან პარტნიორობა BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია. შორეული აღმოსავლეთის რეგიონის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერება მხარს უჭერს უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებს და ამავდროულად ზრდის საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის.