BAU იტვირთება…
ურთიერთგაგების მემორანდუმი
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ირინე იმერლიშვილმა და პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორმა ირინე შოთაძემ.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას და ცოდნის აქტიური გაცვლის წახალისებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ ზრდას, მობილობის პროგრამების განვითარებას და ინოვაციური სწავლების მეთოდების მხარდაჭერას.
ურთიერთგაგების ეს მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ.