BAU იტვირთება…
USHAŞ-ის წარმომადგენლები ეწვივნენ BAU ბათუმს
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ჯანდაცვის სააგენტოს USHAŞ-ის წარმომადგენლები ეწვივნენ BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ გენერალური დირექტორი სერდარ შენოლი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაშაკ დემირჯი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო უნივერსიტეტის საქმიანობის, აკადემიური პროგრამებისა და კლინიკური მიმართულებების პრეზენტაცია.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განვითარების პერსპექტივების შესწავლას.