BAU იტვირთება…

პრაქტიკული სწავლება

სტომატოლოგიის სტუდენტებისთვის ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი თემაზე: პაროდონტოლოგიაში გამოყენებული გამოკვლევის მეთოდები. ტრენინგის განმავლობაში სტუდენტებმა საფუძვლიანად შეისწავლეს პაროდონტული მდგომარეობის შეფასების ძირითადი პრინციპები, ასევე დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები და კლინიკური მიდგომები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სესია იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული, სტუდენტები ერთმანეთზე ასრულებდნენ სამედიცინო შემოწმების პროცედურებს და ამავდროულად ირგებდნენ პაციენტის როლს. მთელი პროცესი მიმდინარეობდა პროფესორის ზედამხედველობითა და ხელმძღვანელობით, რაც უზრუნველყოფდა ტექნიკების სწორად გამოყენებასა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს.