BAU იტვირთება…

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების გამოფენაზე გერმანიასა და ჰოლანდიაში

2017 წლის 5-7 მაისს, გერმანიასა და ჰოლანდიაში კერძოდ, ქალაქებში : კიოლნსა და როტერდამში მოეწყო გამოფენა აბიტურიენტებისათვის , რომელშიც სხვადსხვა თურქული უნივერსიტეტი მონაწილეობდა. BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოფენაზე წარმოდგენილი იყო BAU გლობალის წევრ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან ერთად. აღსანიშნავია, რომ BAU გლობალის სტენდმა ვიზიტორების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. დაინტერესებულ აბიტურიენტებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია BAU გლობალის წევრ უნივერსიტეტებში არსებულ ფაკულტეტებსა და სასწავლო პროგრამების შესახებ.